Friday 9 May 2014



       ინტელის ტრენინგი იყო ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი. ვისწავლე ბლოგის გამოყენება ასევე დრაივში მუშაობა. ვერ ვიტყვი რომ ძალიან სწრაფად ავითვისე, დამჭირდა ტრენერის დამატებით დახმახარება მინდა მადლობა ვუთხრა პროექტის ავტორებს და ტრენერს . სასურველია ხშირად გავიაროთ მსგავსი ტრენინგები. კმაყოფილი ვარ ტრენერის რადგან ხშირად გვაქებდა და გვეუბნებოდა "ძალიან მაგარია!"

Saturday 5 April 2014

მე-3 დღის შემაჯამებელი რეფლექსია

მოგესალმებით!
პირველ დღეს ინტერნეტი არ მუშაობდა და მაგიტომ ვერ დავწერეთ რეფლექსია და
ვერ შევქმენით ბლოგი.
პირველ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის სტრუქტურას.ტრენერმა გვაჩვენა და გაგვაცნო Intel სასწავლო პროექტის გეგმა(შინაარსი,რესურსები,ჩანიშვნები..მოდულები..)და განმარტა ტერმინები.
საშინაო დავალება გვქონდა: 1)გაგვერჩია პროექტის გეგმის შაბლონიდან--თემის საფუძვლამდე.
2)დაგვეწერა მოკლე პროექტი(საგაკვეთილო მასალიდან).
სამწუხაროდ,მე-2 დავალება არ შემისრულებია.
დღეს,მე-3 გაკვეთილზე შევქმენით ბლოგი.ვიმუშავეთ პოსტებში.
შემდეგ დამოუკიდებლად შევძელი პოსტის დასათაურება,მისამართის მიცემა,დიზაინის შერჩევა..მასში ტექსტის აკრეფვა,სურათების,ვიდეოს ჩასმა..
მე დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ..ბევრი რამ ვისწავლე.მადლობა ტრენერს ბატონ დავით ჯანიაშვილს.